თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ახალი ლაბორატორია გაიხსნა. სკოლისათვის თანამედროვე საბუნებისმეტყველო სასწავლო თვალსაჩინოებებისა და აპარატურის გადაცემა ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
51-ე საჯარო სკოლის დირექტორის დავით ლაგვილავას განცხადებით, საბუნებისმეტველო საგნების სასწავლო ლაბორატორიის არსებობა მის სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უფროსკლასელთა შორის ბევრია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული, ეს ლაბორატორია მათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და სხვადასხვა კონკურსებისთვის მზადებაშიც დაეხმარებათ.
მიმდინარე სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას და შესწავლისას საშუალება აქვთ ვირტუალური ლაბორატორიებითაც ისარგებლონ.
აღსანიშნავია, რომ აღნშნული პროგრამის პირველ ეტაპზე ლაბორატორიის სრული კომპლექტი სულ 150 საჯარო სკოლას გადაეცემა.