ბრატისლავაში ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის გაფართოებული მინისტერიალი გაიმართა. მასში გერმანიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მინისტერიალს ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც.
"ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გარდა ამისა, ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით და განიხილეს პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკა.