დღეს, 4 მარტს, 15:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართება გამომცემლობა "ლიტერა"-ს წიგნის "საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის" პრეზენტაცია. წიგნში მარტივი, საბავშვო ენით არის მოთხრობილი საქართველოს ისტორია დასაბამიდან დღემდე. ეს ფერადოვანი, უხვად ილუსტრირებული გამოცემაა, რომლის გაფორმებაში გამოყენებულია როგორც ორიგინალური მხატვრობა, ასევე ძველი ქართული ხელნაწერები, ფრესკები, სამუზეუმო ექსპონატები.
პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან პოლიტიკოსები, მწერლები, მეცნიერები. ისინი პატარებს მოუთხრობენ საინტერესო ეპიზოდებს საქართველოს ისტორიიდან. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუაც დაესწრება.
"საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის" არის "ლიტერა"-ს ცნობილი სერიიდან, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიბეჭდა "სახარება ბავშვებისთვის". ამავე სერიიდან იგეგმება კიდევ ერთი წიგნის "საქართველო ბავშვებისთვის" გამოცემა, სადაც თავს მოიყრის უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები საქართველოს შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები