ხვალ, 4 მარტს, 10:30 საათზე, ყირგიზეთისვიცე პრემიერ-მინისტრი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეწვევა და უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნობა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში 1-ლი მარტიდან იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოს სახელმწიფო უწყებებში წარმატებულად განხორციელებული რეფორმების გაცნობა და ამ კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება.
3 მარტს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეწვია.
ვიცე-პრემიერ შამილ ატახანოვს და დელეგაციის წევრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ, მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ უმასპინძლეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამსახურების გარდა, სტუმრებმა შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების, აგრეთვე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გამართეს შეხვედრები.