დღეს, 4 მარტს,11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ქართველი მეცნიერების კუვეიტში არქეოლოგიური გათხრების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც ცნობილია, გასული წლის 24 დეკემბერს კუვეიტის კულტურის და ხელოვნების ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბადერ ალ რიფაიმ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი სამუშაოს შესახებ.
შეთანხმების თანახმად, კუვეიტში, ფაილაკას კუნძულზე, ყოველწლიურად, ორი თვის განმავლობაში, არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩაატარებს.
პირველი არქეოლოგიური ჯგუფი 2011 წლის 7 მარტიდან აპრილის ბოლომდე იმუშავებს. არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობას 15 ქართველი მეცნიერი და სტუდენტი მიიღებს. პროექტი მთლიანად კუვეიტის მხრიდან ფინანსდება.