დღეს, 4 მარტს, 15:00 საათზე, ფრანკოფონიის თვის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება.
ფრანკოფონიის თვე საქართველოში მარტის განმავლობაში მოეწყობა.
საქართველოში საფრანგეთის და შვეიცარიის საელჩოები, ასევე ფრანგული ინსტიტუტი მთელი თვის განმავლობაში ფრანკოფონიის დღესასწაულს მრავალფეროვანი კულტურული, ლიტერატურული, თეატრალური, კინემატოგრაფიული, მუსიკალური, სამეცნიერო თუ პედაგოგიური ღონისძიებების პროგრამით აღნიშნავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, ღონისძიებების გარდა, გაიმართება კონკურსები მოსწავლეების, სტუდენტებისა და ფრანგული ენის პედაგოგებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები, მათ შორის 1-კვირიანი მოგზაურობა პარიზში.