ბაკურციხეში მცხოვრები დევნილები დღეიდან ბუნებრივი არით ისარგებლებენ. ყოფილი პროფტეკნიკუმის შენობაში როგორც აფხაზეთიდან, ისე აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 35 ოჯახი, 155 ადამიანი ცხოვრობს. დღეს დევნილებს მინისტრი კობა სუბელიანი ესტუმრა და აღნიშნულ ობიექტში სიმბოლურად გაზი აანთო. აღნიშნული შენობა რეაბილიტირებულია, ასევე დამონტაჟებულია ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები.
"ეს არის გურჯაანის რაიონის სოფელი ბაკურციხე. ამ გარემონტებულ სენობაში სხვადასხვა ავარიული კომპაქტური ობიექტებიდან 35 დევნილი ოჯახი გადმოვიყვანეთ. დღეს გაზი ჩაირთო, ინდნივიდუალურად გამრიცხვიანებული ობიექტია და რაც მთავარაია, ეს მათი საკუთრება იქნება. ის ობიექტები საიდანაც ცდევნილები გადმოვიყვანეთ მათი საკუთრება არ იყო და იქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. არავის სჯეროდა, რომ აქ ასეთ პირობებში იცხოვრებდნენ. კიდევ ბევრი რამეა გასაკაეთებლი და მოსაგვარებელი. მთავარია, რომ ნორმალურ ჭერ-ქვეშ არიან. შენობა გარემონტებულია, გაზიფიცირებულია და რაც მთავარია, საკუთარი იქნება. დევნილთა ხელშეწყობა გაგრძელდება" - აღნიშნა კობა სუბელიანმა დევნილებთან შეხვედრისას
დევნილები ამბობენ, რომ ადრე მართლაც ველურ პირობებში ცხოვრობდნენ.
"ადრე ნუკრიანში ვცხოვრობდი, იქ ველურ პირობებში ვიყავით, აქ ძალიან კარგი ბინა შემომთავაზეს. პირობები ნამდვილად მისაღებია, დიასახლისს რაც სჭირდება, ყველაფერი გვაქვს - დენი, გაზი, წყალი. ვიწროდ ნამდვილად არ ვართ, თან დღეს მინისტრი დაგვპირდა, რომ საკუთრების მოწმობებს მალე გადმოგვცემს", - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ნატალი ცილურიკმა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს