ნატო საქართველოსთან ურთიერთობით კმაყოფილია. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯემს ამაპტურაიმ ტელეკომპანია "იმედის" მიერ დასმულ კითხვის დროს აღნიშნა.
"მაპ-ის მინიჭება არ მინიჭების თემაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყოვლეწლიური ნაციონალური პროგრამა, რომელიც საქართველოსთან გვაქვს რეფორმებზეა ორიენტირტებული, რომელმაც ნატოს წევრობამდე უნდა მიიყვანოს ქვეყანა. მინდა ავღნიშნო, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია, საქართველო გახდება ნატოს წევრი, როცა ის სტანდარტებს დაკმაყოფილებს და თუ ორგანიზაციის წევრობის სურვილი ექნება მას. ასევე, ეს წელი საკმაოდ წარმატებულია ნატო-საქართვთელოს ურთიერთობებში, ნაციონალური გეგმა წარმატებით მიმდინარეობს", - აღნიშნა აპატურაიმ.
მისივე თქმით, აპრილში ნატოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან, სადაც პოლიტიკური შეფასებები გაკეთდება.
"ნატოს მოკავშირეები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რეფორმები თქვენი არჩევანია და ჩვენ უბრალოდ მხარს გიჭერთ მათ განხორციელებაში, სინამდვილეში სახეზეა ნორმალური და მჭირდო პარტნიორობა საქართველოსთან", - აღნიშნა ნატოს წამომადგენელმა.
რაც შეეხება ნატოს გაფართოების პერსპექტივებს, რომელსაც რუსეთი ნაციონალურ საფრთხედ აღიქვამს, აპატურაის შეფასებით, კრემლის მსგავსი დამოკიდებულება გაუგებარია, რადგან "არსებობს ნატოს წევრი ისეთი ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება და ახლო კავშირშია მასთან. მაგალითად თურქეთი ან ნორვეგია".
"ამიტომ არ მესმის რა არის რუსეთის შეშფოთების მიზეზი. ლოგიკურობა ამ შემთხვევაში ცოტა ბუნდოვანია", - გნაცხადა აპატურაიმ.