საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებების მე-15 რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ქართული მხარე ჟენევაში სამი ძირითადი საკითხის დაყენებას გეგმავს.
საქართველოს დელეგაცია მოითხოვს, რუსეთმა აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება საქართველოს მიმართ, ისევე, როგორც ეს ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იკისრა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, ქართული მხარის მეორე მოთხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას შეეხება,
ეს გულისხმობს საერთაშორისო სამშვიდობო და საერთაშორისო საპოლიციო ძალების შესვლას აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში.
"ეს, პირველ რიგში, ეხება ევროკავშირის დამკვირვებლების შესვლას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თბილისის მესამე მოთხოვნა კი დევნილების დაბრუნების საკითხს შეეხებ.
"ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ამ რაუნდზე მაინც მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას და შეთანხმება მიღწეული იქნება",- დასძინა კაპანაძემ.