„დემოკრატიული მოძრაობა" და პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი პოლიტოლოგის, რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალების გამო.
"რამაზ კლიმიაშვილი ნამდვილად ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც არ ეპუებოდა უსამართლობას, არ ერიდებოდა სიმართლის თქმას, იგი ყოველთვის ობიექტურად აფასებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას", - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის" მმიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამაზ კლიმიაშვილის სახით ქართველმა ხალმა ნამდვილად კარგი პროფესიონალი, ერისა და საკუთარი ქვეყნის გულშემატკივარი ადამიანი დაკარგა.
„დემოკრატიული მოძრაობა" უაღრესად დიდი გულისტკივილით უსამძიმრებს რამაზ კლიმიაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.