3 მარტს, 20:00 საათზე, დედის დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო თბილისის პენსიონერ ქალებს ეპატიჟება მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლზე „მგზავრის წერილები".
პენსიონერებს დედის დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მაკო ჭოღოშვილი მიულოცავს.
ამ სპექტაკლის პრემიერა პირველად 1982 წელს შედგა. რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ, წარმოდგენას "ასი წლის წინ" უწოდა და მასში ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ნაწარმოები გააერთიანა: "ოთარაანთ ქვრივი", "მგზავრის წერილები", და "კაცია-ადამიანი?!". სპექტაკლი 1-ელ თებერვალს რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა აღადგინა.