უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, უმრავლესობასთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი ადგილი რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხეების დეტალურ განხილვას დაეთმო.
"უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის პროექტის მორიგი განხილვის ეტაპი გვქონდა. შეხვედრაზე განვიხილეთ შენიშვნები, რომლებიც საგარეო კომიტეტის სხდომაზე იყო გამოთქმული. ამას გარდა, რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხეების დეტალები სამუშაო პროცესში დაიხვეწა", - აღნიშნა ქუთელიამ.
მისი თქმით, აუცილებელია განიხილონ საკითხი, თუ როგორ უნდა აიცილოს სახელმწიფომ გამოწვევები თავიდან და როგორი მომზადებული უნდა შეხვდეს მას.
ქუთელიას თქმით, შენიშვნები უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის პროექტში აისახება.