საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩები მიიღო. ქვეყნის პირველ პირს რწმუნებათა სიგელები 9 დიპლომატმა გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ელჩები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
ცერემონიის შემდეგ მხარეებმა ორმხივი შეხვედრაც გამართეს, რომელზედაც ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი ელჩები ალბანეთს, ტაილანდს, პორტუგალიას, ავსტრალიას, ნორვეგიას, მალტას, არაბეთის ორ რესპუბლიკასა და ალჟირს ჰყავს.