საერთაშორისო ურთიერთობებზე ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ - ან სანქცია, ან საერთაშორისო ურთიერთობები რა ჰგონიათ?! ვაი, ვაი, უბედურება!, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რეჟისორებსა და მწერლებს მოუწოდებს, ისარგებლონ ამ მომენტით, ვინაიდან „საბჭოთა კავშირის მერე ასეთი მასალა არ ჰქონიათ და არც ექნებათ“.
„სამართლიანობასა და პოლიტიზებულობას ვინღა ჩივის. ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე უბრალოდ არ მახსენდება:
- „ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია”
- „ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი”
- „პლედებით მოწყობილი გადატრიალება”
- „240 000 ამომრჩეველთან პირადად არ დალაპარაკება”
საერთაშორისო ურთიერთობებზე ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია,“ თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ. ან სანქცია, ან საერთაშორისო ურთიერთობები რა ჰგონიათ?! ვაი, ვაი, უბედურება!
რეჟისორებო და მწერლებო ამა ქვეყნისა! ისარგებლეთ ამ მომენტით. საბჭოთა კავშირის მერე ასეთი მასალა არ გქონიათ და არც გექნებათ სამომავლოდ,“ - წერს ხოშტარია.