საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
სააკაშვილმა და სტეინბერგმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობა ღრმავდება.
პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და აზიის საკითხებში ფილიპ გორდონი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კავკასიისა და სამხრეთ ევროპის საკითხების დეპარტამენტის დირექტორი დანიელა გარბი და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი ეკა ტყეშელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე წარმოადგენდნენ.