მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 1987 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა და გენიტალიების დემონსტრირებას ახდენდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ციხის დატოვების შემდეგ ალექსანდრ პოპოვს ქვეყნოდან გააძევებენ.
თბილისში რამდენიმე საათის წინ დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით დააკავეს.