თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს.
შემთხვევა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული, მესამე კურსის სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ციცი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.