10 ივლისის ღამით მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდნენ.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის, განცხადებით, შეტევა დაახლოებით 22:13 საათზე დაიწყო. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ერთი დრონი გაანადგურეს, მოგვიანებით კი კიდევ ერთის ჩამოგდების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.
შემდგომ სობიანინმა აღნიშნა, რომ ჩამოგდებული უპილოტოების რაოდენობამ 10-ს მიაღწია. მისი თქმით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებზე საგანგებო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტმა დროებით შეაჩერა როგორც შემავალი, ისე გამავალი ავიარეისების მიღება და მომსახურება.