ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე აშშ გააფრთხილა, თავი შეიკავოს შემდგომი სამხედრო „ავანტიურებისგან“.
ამის შესახებ Sky News იუწყება
არაღჩიმ შექმნილი ვითარება პაკისტანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან განიხილა. შეხვედრის შემდეგ მან აშშ-ის შეიარაღებული ძალები გააფრთხილა, თავი შეიკავონ ნებისმიერი შემდგომი „სამხედრო ავანტიურისგან“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა თავს დაიცავს. მან ასევე დაგმო აშშ-ის ბოლო თავდასხმები და განაცხადა, რომ ისინი გასულ თვეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას წარმოადგენს.
7 ივლისის საღამოს შეერთებულმა შტატებმა ირანში 80-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. ვაშინგტონის განცხადებით, ეს იყო პასუხი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.
ამასთან, 8 ივლისს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გააუქმა ლიცენზია, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თეირანს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაყიდვის უფლებას აძლევდა.