ისრაელმა შეერთებულ შტატებს ახალი სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლებიც, მისი მტკიცებით, მიუთითებს ირანის ახალ გეგმაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის შესახებ.
ამის შესახებ The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ირანი წლების განმავლობაში ღიად აცხადებდა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი უმაღლესი გენერლი ყასემ სოლეიმანისს ლიკვიდაციისთვის ტრამპზე შურისძიებას აპირებდა. სოლეიმანი ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, აშშ-ის ოპერაციის შედეგად დაიღუპა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში ისრაელის საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია კომენტარის გარეშე დატოვა, ხოლო გაერო-ში ირანის წარმომადგენლობამ ჟურნალისტების მოთხოვნას საერთოდ არ უპასუხა.
ამასთან, თეთრ სახლში ამ ცნობების კომენტირებისას გაიხსენეს ტრამპის განცხადება, რომელიც მან ოთხშაბათს ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„მათ სურთ აშშ-ის ლიდერის - ჩემი ლიკვიდაცია... მათ ყველა სიაში ვარ. დღეს დილით ვნახე, რომ მათ ყველა სიაში ვარ. ჯერჯერობით, ვფიქრობ, ცოტა გამიმართლა, მაგრამ ეს შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს,“ - განაცხადა ტრამპმა.