პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი გაეროს ქალთა საკითხების კომისიის 55-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ.
სესიაზე განხილული იქნება ქალთა უფლებების დაცვის საკითხები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამოქალაქო, სოციალურ და განათლების სფეროებში. ქალთა საკითხების კომისია სესიაზე გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოსთვის წარსადგენ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
გაეროს ქალთა საკითხების კომისიის 55-ე სესია 22-25 თებერვალს ნიუ-იორკში გაიმართება.