ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომელიც მას წარმატების მიღწევაში ვერ დაეხმარება ვერც მოლაპარაკებებზე და ვერც ბრძოლის ველზე.
ამის შესახებ ღალიბაფი Х-ზე წერს.
"1- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთ საათში შვიდი განცხადება გააკეთა და ყველა მათგანი ტყუილი იყო.
2- ამ ტყუილებით ისინი ომს ვერ მოიგებენ და ვერც მოლაპარაკებებში მიაღწევენ რაიმე შედეგს.
3- ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტე ღია არ დარჩება", - წერს ღალიბაფი .
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის გავლა განხორციელდება „განსაზღვრული მარშრუტით“ და „ირანის ნებართვით“.
"სრუტე ღია იქნება თუ დახურული, ასევე მისი გავლის წესები განისაზღვრება ადგილზე და არა სოციალურ ქსელებში", - წერს ირანის პარლამენტის სპიკერი.
ცნობისათვის, 17 აპრილს ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტე „მზად არის ფუნქციონირებისთვის და გემების სრულად გატარებისთვის“.