„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერo, გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პასუხობს.
"უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი: „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ პაპუაშვილის მისამართით.
შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც გუშინ ერთ-ერთი ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის მართვის გადაბარება შეუძლიათ.
„გუშინ გიორგი ვაშაძისგან მოვისმინეთ, რომ სამი "პ" არიან – პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტიო, "პ"-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება, ამ რიგში სხვა სიტყვებიც მოჰყვეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.