გამოცემა Politico იუწყება, რომ ევროკავშირი უნგრეთს „კონფიდენციალური მასალების“ განხილვაზე წვდომას უზღუდავს, რუსეთისთვის მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე. ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხუთმა ევროპელმა დიპლომატმა და თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ისინი „შეშფოთებულნი არიან ბუდაპეშტიდან კრემლში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკის გამო“.
თუმცა, როგორც Politico წერს, 12 აპრილს უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებზე შესაძლო გავლენის გამო, ბრალდებების ახალ სერიაზე ევროკავშირის ოფიციალური პასუხი არ იქნება.
ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ უნგრეთის მიერ მოსკოვისთვის ინფორმაციის პირდაპირ გადაცემასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, ევროკავშირის შეხვედრების ვიწრო ფორმატში გამართვის მომხრთა რაოდენობა გაიზარდა.
„სწორედ ნაკლებად ლოიალური წევრი სახელმწიფოები არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც შესაბამისი ევროპული დიპლომატიის უმეტესი ნაწილი ამჟამად სხვადასხვა მცირე ფორმატებში ხორციელდება - E3-ის, E4-ის, E7-ის, E8-ის, ვაიმარის, NB8-ის, JEF-ის და ა.შ. [ფორმატებში]“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
გამოცემა განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ჯგუფში ევროპელი ლიდერების რაოდენობას. ვაიმარის ალიანსში შედიან საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლები. NB8 რვა სკანდინავიური და ბალტიისპირული ქვეყანაა. JEF წარმოადგენს 10 სკანდინავიურ ქვეყანას.
ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელიც ხშირად ესწრებოდა საბჭოს სხდომებს, რომლებზეც სიიარტო იმყოფებოდა, Politico-ს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს აფრთხილებდა, რომ უნგრეთის მხარეს შეეძლო ინფორმაციის გადაცემა რუსეთისთვის და რომ მას და მის კოლეგებს უნდა შეეზღუდათ ინფორმაციის გაზიარება.
ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ 2023 წელს ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს მნიშვნელოვანი სამიტის წინა დღესაც კი, ელჩებმა გადაწყვიტეს, ბუდაპეშტის დელეგაცია დელიკატური საკითხების განხილვიდან გამოერიცხათ.
ხუთმა დიპლომატმა Politico-ს განუცხადა, რომ ისინი ამ ამბით გაკვირვებულები არ იყვნენ, თუმცა ნებისმიერი ოფიციალური პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, აირჩევენ თუ არა ორბანს აპრილში ხელახლა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებში პარტია „ტისას“ საგრძნობლად ჩამორჩება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პარასკევს განაცხადა, რომ მას „რა თქმა უნდა“ შეუძლია კიდევ ერთი ვადის მოპოვება.