აშშ-ის სამხედროებმა დააჩქარეს ათასობით საზღვაო ქვეითი ჯარისკაცისა და სადესანტო გემების განლაგება ახლო აღმოსავლეთში, ირანის წინააღმდეგ ძალების გასაძლიერებლად. ამის შესახებ Newsmax ოთხ ანონიმ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება
წყაროების ცნობით, სადესანტო ოპერატიული ჯგუფი, რომელსაც ხომალდი USS Boxer და მე-11 საზღვაო ქვეითთა ექსპედიციული დანაყოფი ხელმძღვანელობს, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს გრაფიკზე ადრე დატოვებს.
ჯგუფში ასევე შედიან სადესანტო სატრანსპორტო გემები USS Portland და USS Comstock.
ამ გემებზე დაახლოებით 4 000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომელთაგან 2 500 საზღვაო ქვეითია.
გემებს გადაჰყავთ F-35 ტიპის გამანადგურებლები, რაკეტები და აღჭურვილობა ხმელეთზე დესანტის გადასასხდომად.
მოსალოდნელია, რომ ისინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის გავლით ახლო აღმოსავლეთში გადავლენ, რის შემდეგაც ჯგუფი სადესანტო გემ USS Tripoli-ს შეუერთდება.
მოგვიანებით მათ შეუერთდებიან კრეისერი USS New Orleans და ხომალდი USS Rushmore.
საერთო ჯამში, გემები კონფლიქტის ზონაში დაახლოებით 8 000 სამხედროს გადაიყვანენ, მათ შორის 5 000-მდე საზღვაო ქვეითს.
მედია აღნიშნავს, რომ ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მას არ აქვს ამერიკული ჯარების ახლო აღმოსავლეთში განლაგების გეგმები და რომ არ ეშინია „ვიეტნამის სცენარის“ გამეორების, თუ ირანში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყება.