ჰორმუზის სრუტის გახსნა აუცილებელია გლობალური ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს განაცხადეს.
სტარმერმა და ტრამპმა მოლაპარაკებები 22 მარტის საღამოს გამართეს
მათ განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ასევე „ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის აუცილებლობა გლობალური გადაზიდვების აღსადგენად“.
„ისინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა აუცილებელია გლობალური ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტარმერი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთ სატელეფონო საუბარს გამართავენ.