ისრაელის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დიალოგისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
ინტერვიუში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ირანული დრონების მოდერნიზაციის პროცესს, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ომის დროს განხორციელდა.
ზელენსკის თქმით, ახლა ეს დრონები თავს ესხმიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ მიმართულებით, უკრაინას „უზარმაზარი ცოდნა აქვს მიღებული ბრძოლის ველზე“.
ნეთანიაჰუსთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ კითხვაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელის მხარემ მას შესაძლო საუბრის თაობაზე მიმართა და რომ ის ამისთვის მზად იყო.
„მას [ნეთანიაჰუს] აქვს ის, რაც მე მჭირდება და მეც მაქვს ის, რაც მას სჭირდება. ამიტომ, ამ დიალოგისთვის მზად ვარ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ უკრაინას ზელენსკისთან ირანული დრონების ჩამოგდებაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით საუბრის თხოვნით მიმართა.