ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში, შემაჯამებელ ბრიფინგზე თქვა რომ ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სიტუაციის უფრო მეტად გაუარესება საქართველოში.
„მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხიც განიხილეს, თუმცა ამის შესახებ უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.