ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე. მისი თქმით, ამ სიაში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა.
"ბევრმა ქვეყანამ გვითხრა, რომ გზაში არიან. ნაწილი ენთუზიაზმით არის განწყობილი, ნაწილი არც ისე. ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში ვეხმარებოდით. ვიცავდით, საშინელი გარე ძალებისგან ვიცავდით, ისინი კი დიდ ენთუზიაზმს არ იჩენენ ჩვენს დასახმარებლად. ენთუზიაზმის დონე კი ძალიან მნიშვნელოვანია. არიან ქვეყნები, სადაც საუკეთესო ჯარისკაცები გვყავს განლაგებული, რათა ისინი საფრთხისგან დავიცვათ და ჩვენ ამ საქმეს შესანიშნავად ვართმევთ თავს. ხოლო როდესაც გვაინტერესებს, ჰყავთ თუ არა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, გვპასუხობენ, რომ ურჩევნიათ, ამაში არ ჩაერიონ" , - განაცხადა ტრამპმა.