თელავში კომპაქტურად მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურნენ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თელავში გამწვანების აქცია გამართეს.
აქციას თელავის ადგილობრივი ხელისუფლების და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აფხაზეთიდან დევნილების თქმით, პატრიარქის ინიციატივა მნიშვნელოვანია და მას მთელი მოსახლეობა უნდა შეუერთდეს.