დღეს, 14 თებერვალს, 11:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება ახალი პროექტის განხილვა _ "საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა~.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს სასჯელის მოხდის ალტერნატიული საშუალების შეთავაზებას იმ პირებისთვის, რომელთაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ, არ აქვთ გირაოს გადახდის შესაძლებლობა და ამავდროულად საზოგადოებისათვის პოტენციურ საფრთხეს არ წარმოადგენენ.
შეხვედრას გახსნიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე.
მისამართი: რუსთაველის გამზირი #13, სასტუმრო "თბილისი მარიოტი"