ნიკა მელიასთვის ახალი გამოგონილი ბრალის წარდგენა ვერ შეაჩერებს იმ ბრძოლას რა ბრძოლაშიც ჩვენი კოალიციის ლიდერები, ნიკა მელია და მთელი პროდასავლური ეროვნული ძალები იმყოფებიან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ ნიკა მელიას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ცდილობენ, ნიკა მელია გატეხონ.
"ნიკა მელია გაიტაცეს და მის გატაცებასთან დაკავშირებით ჩვენ უკანონო ბრალის პირობებში, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, ხოლო ამ სასამართლოებზე მისთვის ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ ნიკას გატეხვას. გამორიცხულია ჩვენ, "კოალიცია ცვლილებისთვის" , ჩვენი რომელიმე ლიდერი ამ ბრძოლაში შეეგუოს იმ უსამართლობას, განსაკუთრებით იმ ბრალში, რასაც უსამართლო სასამართლოსთვის თითქოს შეურაცხყოფის მიყენება ჰქვია. გამოგონილი ბრალებით, გამოგონილი საქმეებით რეჟიმი ცდილობს წინააღმდეგობის გატეხვას. ჩვენ არ ვაღიარებთ "ქართულ ოცნებას", როგორც საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ არ ვაღიარებთ ქართველ ხალხთან ერთად, რომ "ქართული ოცნება" წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ბრძოლა იქნება ბოლომდე , ბრძოლა იქნება ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებამდე" - განაცხადა თენგო თევზაძემ.
ნიკა მელიას დღეს ახალ, რიგით მეოთხე ბრალს წარუდგენენ.