თითქმის 40 წლის განმავლობაში არასდროს გსმენიათ ერთად სიტყვები: „მშვიდობა“, „სომხეთი“ და „აზერბაიჯანი“ და მაშინაც კი, თუ ისინი ერთად გამოიყენებოდა, ეს წარმოუდგენელ რამეს ნიშნავდა. სწორედ ამიტომ, ის, რაც 2025 წელს მოხდა და ის, რაც ახლა ხდება, წარმოუდგენელია.- ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნოკოლ ფაშინიანმა აბუ დაბიში, „ზაიედის“ ადამიანური ძმობის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
„თუმცა, ეს ცერემონია მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების აღნიშვნა არ არის; ეს ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ იმის დადასტურებაა, რომ კონფლიქტის გვერდი დაიხურა, წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის ან ჩემთვის აქ მოსვლა და ამ ჯილდოს მიღება აზრი არ იქნებოდა.
ეს ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გამოვლინებაა, რადგან გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში არიან დიდად პატივცემული ადამიანები მთელი მსოფლიოდან“, - დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს გადაეცემათ, ის ორივე ხალხს ეკუთვნის.
„წარმოუდგენელი რამ ხდება, როდესაც არსებობს რწმენა, თავდადება, ხედვა და სიბრძნე. ვფიქრობ, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა იმიტომ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა გააცნობიერეს, რომ კონფლიქტი ახლავე უნდა დასრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასდროს დასრულდებოდა, რაც ორივე ქვეყანასა და ხალხს ახალ ტანჯვას მოუტანდა“, - აღნიშნა მან.