ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს. ამის შესახებ კოშტა და ფო დერ ლაიენი Х-ზე გამოქვეყნებულ განცახდებაში აღნიშნავენ
შაბათ საღამოს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა იდენტური განცხადებები გაავრცელეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ, რომ 1-ელი თებერვლიდან გრენლანდიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ტარიფებს დაუწესებს.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ევროპისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
„ჩვენ მუდმივად ვუსვამთ ხაზს ჩვენს საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, განსაკუთრებით ნატო-ს მეშვეობით.
მოკავშირეებთან ერთად ჩატარებული წინასწარ კოორდინირებული დანიის წვრთნები აკმაყოფილებს არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას და არცერთი მხარისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს.
ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიას და გრენლანდიის ხალხს. დიალოგი კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვავითაროთ გასულ კვირას დანიის სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის დაწყებული პროცესი. ტარიფების შემოღება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის. ევროპა დარჩება ერთიანი, კოორდინირებული და ერთგული საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიმართ,“ - აღნიშნულია განცხაებაში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ 1-ლი თებერვლიდან რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც არ ეთანხმებიან მის პოზიციას გრენლანდიასთან დაკავშირებით, ტარიფები დაეკისრება.
მისი თქმით, 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს შეერთებულ შტატებში ექსპორტირებულ ყველა საქონელზე 10%-იან ტარიფს დაუწესებატ. 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება.