გერმანიამ უკრაინისთვის ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის 60 მილიონი ევრო გამოყო.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა X-ზე წერს.
სიბიჰას თქმით, გერმანიის ახალი ენერგეტიკული დახმარება გათბობისა და თბომომარაგების სისტემების გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული.
„ეს დახმარება უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის სითბოსა და დაცვას გათბობისა და გათბობის სისტემების გაძლიერების გზით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ფრონტის ხაზზე მყოფ რეგიონებზე. ჩვენ ვაფასებთ გერმანიის ურყევ სოლიდარობას“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, ენერგეტიკის საკითხებზე „რამშტაინის“ სამიტს იწვევს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდფიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა „რამშტაინისგან“ „იმ ყველაფრის სწრაფ მიწოდებას“ ელის, რაც უკრაინის პარტნიორებს აქვთ.