17 იანვრის შუადღისას რუსეთის არმიამ ხარკოვს შეუტია, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
„ქალაქის სამრეწველო უბანზე მტრის თავდასხმა დაფიქსირდა,“ - განაცხადა მან.
ტერეხოვმა დასძინა, რომ მიღებულია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. მერის თქმით, მტერი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტს ესხმის თავს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ საფრთხე კვლავ არსებობს.