7 იანვრამდე, როდესაც მართლმადიდებლების ნაწილი შობის დღესასწაულისთვის ემზადება, ან მის დროს, კრემლი მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რომელსაც მოსახლეობაში მსხვერპლი უნდა მოჰყვეს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა.
„უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური აფრთხილებს კრემლის სპეციალური ოპერაციის გაგრძელების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას. ეს ოპერაცია ყოვლისმომცველია. პუტინის რეზიდენციაზე ე.წ. თავდასხმის შემდეგ, ჩვენ დავაფიქისრეთ კრემლის მიერ ახალი გაყალბებული ინფორმაციის გავრცელება, რომლი მიზანიც არის რუსული და უცხოური აუდიტორიის შემდგომი ესკალაციისთვის მომზადება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო „მაღალი ალბათობით“ პროგნოზირებს „რუსული სპეცსამსახურების მიერ მანიპულაციური მოქმედებიდაბ შეიარაღებულ პროვოკაციაზე გადასვლას მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლით“.
„მოსალოდნელი დრო იულიუსის კალენდრის მიხედვით შობის წინა დღეს ან დღესასწაულის აღნიშვნის დროს არის.
პროვოკაციის ადგილმდებარეობის ადგილი შეიძლება იყოს რელიგიური შენობა ან სხვა მაღალი სიმბოლური წონის ობიექტი, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - იტყობინება დაზვერვის სააგენტო.
აღნიშნულია, რომ უკრაინის მონაწილეობის მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, რუსები გეგმავენ დასავლური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების გამოყენებას, რომლებსაც პროვოკაციის ადგილზე შეხების ხაზიდან მიიტანენ.
„შიშის გამოყენებით ტერორისტული აქტების ჩადენა „ყალბი დროშის“ ქვეშ, ადამიანური მსხვერპლით, სრულიად შეესაბამება რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედების სტილს. პუტინის რეჟიმმა არაერთხელ გამოიყენა ეს ტაქტიკა რუსეთის ფედერაციაში და ახლა იგივე მოდელი ექსპორტირდება საზღვარგარეთ, რასაც ირიბად ადასტურებს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებები“, - აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის სამსახურში.