ავღანეთში ძლიერი წვიმებისა და თოვლის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ინფორმაციას Associated Press ავღანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყდნობით ავრცელებს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის, მოჰამედ იუსაფ ჰამადის თქმით, დაღუპულთა შორის ოჯახის ხუთი წევრი იყო, როდესაც მათ თავზე სახლის სახურავი ჩამოინგრა.
გარდა ამისა, წყალდიდობამ დააზიანა ინფრასტრუქტურა, გაანადგურა პირუტყვი და სულ მცირე 1800 ოჯახი დააზარალა, რამაც გააუარესა ისედაც დაუცველი ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებელთა მდგომარეობა.