უკრაინული მედიის ინფორმაციით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები 11 დეკემბერს, დარნიცის რაიონში მომხდარ აფეთქებებს ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, აფეთქებას, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამართალდამცავები ტერორიზმის მუხლით გამოიძიებენ.
წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ორი აფეთქება დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.
პროკურატურის ცნობით, პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი ტერიტორიაზე პატრულირებდა. აფეთქების შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
დაშავდნენ ეროვნული გვარდიის კიდევ ერთი წევრი და ტერიტორიის დაცვის თანამშრომელი.
მეორე აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია და პარამედიკოსები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ. ორი პოლიციელი დაშავდა.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.