CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, ორშაბათს, 1-ელ დეკემბერს, მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
მისი ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში, სადაც ის პუტინს შეხვდება, ფლორიდაში უიტკოფის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და ჯარედ კუშნერის უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ შედგება.
შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.
მან თქვა, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს „რუსულ მხარესთან სხვადასხვა დონის კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა ჩვენ ასევე კარგად გვესმის მათი თვალსაზრისი“.
CNN-ი აღნიშნავს, რომ უცნობია, მოსკოვში უიტკოფთან ერთად იქნება თუ არა დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერიც.