დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეს შეუფარდა. კერძოდ, აქტივისტ ისაკო დევიძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა; 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა შშმ პირთა უფლებადამცველ გია ჯვარშეიშვილს; ირაკლი კალანდაძეს - 4-დღიანი პატიმრობა; დავით ასანიძეს - 6-დღიანი პატიმრობა; დავით მშვენიერაძეს - 5-დღიანი პატიმრობა.
საქალაქო სასამართლოში კიდევ რამდენიმე პირის სხდომა მიმდინარეობს. უმრავლესობას რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
ფოტო: რადიო თავისუფლება