საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, აჩალ კუმარ მალჰოტრას შეხვდა.
შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე 2011 წლის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიმართულებით როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო დონეებზე.