ყველას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე, მანდ, არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა ჟურნალისტებს.
კობახიძის თქმით, ყველა კანონდარღვევაზე, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, სამართლებრივი რეაგირება იქნება.
“მე კიდევ ერთხელ, ერთი რამ მინდა გავიმეორო, რომ შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის არ მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც. ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე, მანდ არ აღმოჩნდნენ, სადაც ვიღაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება, ასე მარტივად დაარღვიოს კანონი ადამიანმა. სადაც დავინახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება”, - განაცხადა კობახიძემ.