სერბეთის პოლიციამ ნოვი სადის უნივერსიტეტის კამპუსთან აქციაზე ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ.
სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩის განცახდებით, 11 პოლიციელი დაშავდა. არ ბრცელდება ინფორმაცია იმის დაშავებული მომიტინგეების რაოდენობის შესახებ.
Reuters-ის ცნონით, პარასკევს საღამოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებს რიგგარიშე არჩევნების დანიშვნას მოითხივოდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ვუჩიჩ, წადი!“
ამის შემდეგ სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება დაიწყო. პოლიციამ ნოვი სადის უნივერსიტეტის კამპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ცნობისთვის, სერბეთში, უკვე ათი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით.
2025 წლის იანვარში აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა. ახალი მთავრობის მეთაური გახდა მედიცინის დოქტორი ჯურო მაცუტი, რომლის კანდიდატურაც პოსტზე სერბეთის პრეზიდენტმა წარადგინა.