მარნეულში „ქართული ოცნება“ ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას - მიხეილ სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს და რუსთაველის გამზირზე იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აზად ქარიმოვმა განაცხადა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი პარტიის ლიდერებთან ერთად მარნეულში მოსახლეობას შეხვდა და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მარნეულში მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, არის ფაქტები, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ - 5 ნომრით ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილის პარტია - „ქართული ოცნების „სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს! 4 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვიქნებით რუსთაველის გამზირზე, ყველას მოგიწოდებთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე შეკრებისკენ!“, - განაცხადა აზად ქარიმოვმა.