საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველების დაყოფა ქართველებად, ოსებად, ქისტებად, აფხაზებად და ზოგადად არაქართველებად არ შეიძლება.
"ჩვენმა ხალხმა ზუსტად იცის რა მოაქვს შიდა სამოქალაქო დაპირისპირებას. ჩვენ ვართ 4 მილიონ 700 ათასიანი ქვეყანა და არ შეიძლება ისეთ თემებზე სპეკულირება, როგორიცაა მეჩეთის აშენება, მაშინ როცა აჭარაში 200 მოქმედი მეჩეთია. არ შეიძლება ქართველების დაყოფა ქართველებად და ოსებად, ქისტებად, აფხაზებად, და ზოგადად არაქართველებად. ვაკელებად და ვერელებად. რომელი უბნელი ხარ? - ეს კითხვა არ შეიძლება დაისვას. "ლ"-ებით ლაპარაკობს საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი და არ შეიძლება ამ ნიშნით გამორჩევა. ეს ყველაფერი გავიარეთ. რომ არ შეიძლება სამოქალაქო დაყოფა საქართველოსი", - განაცხადა სააკაშვილმა სოფელ კაჭრეთში პროფესიული რეაბილიტირებული შენობის გახსნისას.