ეს ფაქტი უნდა იყოს მესიჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ემსახურებიან რეჟიმს - დროზე გამოეცალეთ და თავს უშველეთ, თორემ პოლიტიკურ ოპონენტებს რასაც უშვრება ახლა ივანიშვილი, მონაგონი იქნება, რასაც თითოეულ თქვენგანს გაგიკეთებთ, - ამის შესახებ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ ჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
“პირველ რიგში გადარჩენას და ჯანმრთელობას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს. ეს კიდევ ერთხელ ანახებს იმას, რომ სისტემა თავისივე შვილებს ჭამს და ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი, ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს ეს, არაერთხელ, რომ ეს არის დიქტატურის წესი - საკუთარი შვილების და თითოეულ იმ ადამიანთან მივა სისტემა და ივანიშვილი, ვინც ახლა არიამ რეჟიმის დასაყრდენი და ეს უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც რეჟიმს წარმოადგენს - თქვენი ბოლო ზუსტად ეს იქნება, რადგან როდის გადაეკეტება ივანიშვილს და ჩათვლის, რომ მილიონები, რომლებიც თქვენ მოგაპარინათ საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკან გაქვთ მისატანი ივანიშვილის “ობშიაკისთვის”, არავინ ეს არ იცის, იცის მხოლოდ ივანიშვილმა, ამიტომაც ეს უნდა იყოს მესიჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ემსახურებიან რეჟიმს - დროზე გამოეცალეთ და დროზე თავს უშველეთ, თორემ პოლიტიკურ ოპონენტებს რასაც უშვრება ახლა ივანიშვილი მონაგონი იქნება, რასაც თითოეულ თქვენგანს გაგიკეთებთ, რადგან ივანიშვილის მმართველობის სტილი ასეთია და ფულიც ასე იშივა, როდესაც პარტნიორები ფულს პარავდნენ, პირდაპირ კლავდა. შესაბამისად უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილი სწორედ საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე მოსთხოვს რეჟიმის ყველა მსახურს ფულის მიტანას. დროზე გამოეცალონ სანამ ამის შესაძლებლობა მათ აქვთ, რომ საკუთარი თქვენი გადაირჩინონ.
ახლა რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, ძალიან უცნაურია, გამოძიებამ ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს, მაგრამ ამ გამოძიებამ რა უნდა დაადგინოს. რაც შსს-მ გაავრცელა კიდევ უფრო მეტი კითხვები დარჩა. ადამიანი იყო სტუმრად მისული და მასპინძლის იარაღით თვითმკვლელობა სცადა, ეს უკვე აჩენს კითხვებს რასთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლებოდა სტუმრად მისულ ადამიანს მასპინძლის იარაღით თვითმკვლელობა ეცადა. იყო ეს თვითმკვლელობის მცდელობა თუ იყო სხვა რამე, ეს არის გამოძიების ფარგლებში დასადგენი, ამათი გამოძიების ჩვენ არ გვჯერა, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო ფაქტი არის ერთი, რომ თვითმკვლელობა სცადა თუ ესროლეს ამ ადამიანს, ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი იყო ამ ქვეყანაში და ყურმოჭრილი მონა იყო ივანიშვილის და ტაშს უკრავდა მას, რომელმაც მილიონები მოპარა საქართველოს მოქალაქეებს და ეგონა თავი ქუდში ჰქონდა, ამ ადამიანზე არის დღეს საუბარი, რომელიც სასიკვდილოდ გაიმეტა ივანიშვილმა. ჩვენ ვიცოდით და არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, რომ რიჟვაძეს სთხოვდნენ მოპარული ფულის უკან დაბრუნებას და გავრცელებული ინფორმაციით იმაზე მეტის უკან მოტანას სთხოვდნენ, რამდენიც მას რეალურად არ მოუპარავს და სწორედ ამაზე იყო საუბარი ამ შეხვედრის დროს, სადაც თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა.” - განაცხადა ანა წითლიძემ.
შეგახსენებთ,, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.