რატომ მიაჩნია რეჟიმს, რომ 36 წლის კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა უფრო ნაკლები დანაშაულია? - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "რეჟიმმა" ქვეყანაში "კრიმინალურ-მაფიოზური ვითარება შექმნა":
"რეჟიმმა ამ ქვეყანაში უმძიმესი ქაოსი, კრიმინალური და მაფიოზური ვითარება შექმნა, რომლის დასასრული მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება, როცა რეჟიმი იქნება ჩამოშლილი - სხვა შემთხვევაში ამ ქაოსის, კრიმინალური ამბების გაჩერება ამ ქვეყანაში წარმოუდგენელია.
მგონია, რომ საქმე, ბევრად უფრო რთულადაა, ასეც რომ იყოს, რატომ მიაჩნია რეჟიმს, რომ 36 წლის ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ის, რომ თუნდაც მას ვიღაცამ პირდაპირ ესროლა"- განაცხადა კირთაძემ.