შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში, დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე "დარიალი“-ს მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავა" - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.