ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ზუსტი იერიში მიიტანეს დაჯგუფება ჰამასის სამეთაურო პუნქტზე, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან იუნისში, ევროპული ჰოსპიტალის ქვეშ მდებარეობს.
სამხედროებმა ჰამასი დაადანაშაულეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ღაზის სექტორში საავადმყოფოების ტერორისტული საქმიანობისთვის გამოყენებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის ზიანის რისკის შესამცირებლად.
The Times of Israel-ის ცნობით, ხან იუნისში დარტყმის სამიზნე ჰამასის ლიდერი მოჰამედ სინვარი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს.
სინვარის ბედი უცნობია. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხან იუნისში საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა.
სინვარი დაღუპულთა სიაში არ არის. ისრაელის ხელისუფლებამ ასევე არ დაადასტურა ჰამასის ლიდერის გარდაცვალება ღაზას სექტორში.